Thumbnail

მაილი საირუსი: მამაჩემს ეშინოდა, რომ ბრიტნი სპირსი სტრიპტიზიორად მაქცევდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულ ამერიკელ მომღერალ მაილი საირუსს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ბრიტნი სპირსის დიდი თაყვანისმცემელია. თინეიჯერობისას არტისტი ისე იყო გატაცებული პოპვარსკვლავის სტილითა და შემოქმედებით, რომ მამამისი, ქანთრი მუსიკოსი, ბილი რეი საირუსი ნერვიულობდა კიდეც, როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი სამომავლოდ გოგონაზე.

მაილი საირუსმა გაიხსენა, რა დაემართა, როდესაც ბრიტნის I Love Rock ’n’ Roll მოისმინა

► ნახეთ: მაილი საირუსმა მომავალი ალბომის Plastic Hearts ტრეკლისტი გაავრცელა

"მახსოვს, როცა კლიპი I’m a Slave 4 U გამოვიდა, მამამ თავი გააქნია და ჩაილაპარაკა - მეშინია, რომ ჩემი შვილი სტრიპტიზიორი გახდებაო - რადგან მინდოდა, ისეთივე ცეცხლოვანი ვყოფილიყავი, როგორიც ბრიტნია", - ციტირებს გამოცემა Digital Spy მაილის სიტყვებს.

მუსიკოსის თქმით, სწორედ სპირსმა მოახდინა მის კლიპებსა და სასცენო პერფორმანსებზე გავლენა. 2003 წელს MTV Video Music Awards-ზე ბრიტნისა და ლეგენდარული მუსიკოსის, მადონას კოცნის გახსენებისას არტისტი აღნიშნავდა:

"ჩემთვის ეს იყო გარდამტეხი მომენტი. მიზნად დავისახე, ხალხისთვის ასეთივე სანახაობები შემეთავაზებინა - დაუჯერებელი პერფორმანსები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარება".

მაილიმ ვიდეორგოლის I’m a Slave 4 U ნახვით გამოწვეულ ემოციებზე ასევე ისაუბრა ბრიტანულ შოუში Alan Carr: Chatty Man.

"ამ კლიპით შეპყრობილი ვიყავი. ყველაფრის გამეორებას ვცდილობდი, რასაც ბრიტნი აკეთებდა", - ამბობდა შემსრულებელი.

ბრიტნი სპირსის რიგით მესამე სტუდიურ ალბომში Britney შესულ კომპოზიაზე I'm a Slave 4 U გადაღებული კლიპი 2001 წელს გავრცელდა.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული