Thumbnail

T.I: ქენდრიქი ყველაზე წარმატებული ცოცხალი რევოლუციონერი რეპერია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი სამხრეთელი თრეფ შემსრულებელი, კლიფორდ ჰარის უმცროსი, ფსევდონიმით T.I., ცნობილი მედიაპლატფორმის Apple Music გადაცემის The Ebro Show სტუმარი გახლდათ. შოუს წამყვანთან, ებროსთან ინტერვიუში ატლანტელმა არაერთ საინტერესო საკითხზე, მათ შორის თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ წარმომადგენელზე, ქენდრიქ ლამარზე ისაუბრა.

მოუსმინეთ: T.I. ალბომს The L.I.B.R.A. ავრცელებს

ქენდრიქ ლამარმა განმარტა, თუ რატომ სჭირდება ალბომების შესაქმნელად დიდი დრო

"დღესდღეობით ქენდრიქი ყველაზე წარმატებული ცოცხალი რევოლუციონერი რეპერია. ხვდები, რას ვამბობ? როდესაც ასეთ მუსიკას ქმნი, რთულია, ის გაყიდო. მაგალითისთვის, KRS-One, Common, Mos Def და ჯგუფი Roots იძულებული არიან, ივაჭრონ კომერციული წარმატებით, რათა საკუთარ სხვა ნამუშევრებში სიმართლის ლაპარაკი შეძლონ. ქენდრიქი ერთადერთია, რომელმაც სწორედ ამ რთულად გასაყიდი მასალით მიაღწია კომერციულ წარმატებას. ის გამონაკლისია. ქენდრიქის შემთხვევა ხელოვნებაა", - განაცხადა თიაიმ.

თიაი და ქენდრიქი ჰიპ ჰოპის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან. კოლეგების შემოქმედება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ამის მიუხედავად, ატლანტელი კომპტონელი რეპერის დიდი თაყვანისმცემელია. არტისტებმა 2013 წელს კომპოზიციაზე Memories Back Then ითანამშრომლეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული