Thumbnail

დუა ლიპა Puma-ს ელჩი გახდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელი პოპვარსკვლავი, დუა ლიპა ცნობილი გერმანული ბრენდის, Puma-ს ელჩი გახდა. 2021 წელს სწორედ ის უხელმძღვანელებს "პუმას" მსოფლიო კამპანიას სახელწოდებით She Moves Us, რომლის მიზანიც სპორტისა და კულტურის გავლით ქალთა გაძლიერება და მათი ერთმანეთთან დაკავშირებაა.

ნახეთ: FIFA 21-ში Volta-ს პოპვარსკვლავი დუა ლიპა დაემატა

ნახეთ: დუა ლიპა და ანჟელი კომპოზიციის Fever კლიპს ავრცელებენ

ნახეთ: დუა ლიპას კომპოზიციის Levitating რემიქსში DaBaby მონაწილეობს

"ძალიან გახარებული ვარ, რომ "პუმას" ოჯახს შევუერთდი და კომპანიის ელჩი გავხდი. მოუთმენლად ველი, საკუთარი თვალით იხილოთ ის, რასაც ერთად გიმზადებთ", - წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

ცნობილი ხდება, რომ "პუმა" დუა ლიპას მომავალი ონლაინ პერფორმანსის Studio 2054 მთავარი სპონსორიც იქნება, რომელსაც მომღერალი 27 ნოემბერს გამართავს.

გრემის მფლობელმა, წარმოშობით ალბანელმა მომღერალმა, დუა ლიპამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმარტება 2017 წელს გამოსულმა სინგლმა New Rules მოუტანა. ჩანაწერზე გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული