Thumbnail

ნახეთ: BTS ჯონგუქის მიერ გადაღებული კლიპის Life Goes On თიზერს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS მომავალ ალბომში BE შესული სინგლის Life Goes On კლიპის თიზერი გაავრცელა. სიმღერაზე არემმა, ჯეი-ჰოუპმა და შუგამ იმუშავეს, ვიდეორგოლის რეჟისორი კი კოლექტივის კიდევ ერთი წევრი, ჯონგუქია. ნამუშევარი და ალბომი 20 ნოემბერს გავრცელდება.

ნახეთ: BTS-ის წევრები The Wall Street Journal-ის ფოტოსესიაში

ნახეთ: BTS მომავალი ალბომის BE ტრეკლისტს ავრცელებს

სიმღერის სატელევიზიო დებიუტი 22 ნოემბერს, American Music Awards-ის ცერემონიაზე შედგება. ბიჭები ტელეკომპანია ABC-ის ეთერში ასევე სტუდიურ ნამუშევარში შესულ ჰიტს Dynamite შეასრულებენ.

"არმი, გჯერათ, რომ კვირა დღეს Life Goes On-ის სატელევიზიო დებიუტს და Dynamite-ის პერფორმანსს იხილავთ?", - მიმართეს ღონისძიების ორგანიზატორებმა ჯგუფის თაყვანისმცემლებს ტვიტერზე.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული