Thumbnail

Future და Lil Uzi Vert ალბომის Pluto x Baby Pluto დელუქს ვერსიას აქვეყნებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტები Future და Lil Uzi Vert მსმენელს ახალგავრცელებული კოლაბორაციული ალბომის Pluto x Baby Pluto დელუქს ვერსიას სთავაზობენ. სტუდიურ ნამუშევარში დამატებით 6 კომპოზიციაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მათგანზე სახელად Patek კოლეგებმა მიმდინარე წლის ივლისში ითანამშრომლეს.

მოუსმინეთ: Future და Lil Uzi Vert ერთობლივ ალბომს Pluto x Baby Pluto ავრცელებენ

ნახეთ: Future და Lil Uzi Vert კლიპში That's It

ფიუჩამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. 2017 წელს მან ორი სტუდიური ჩანაწერი Future და Hndrxx გაავრცელა. პირველი მათგანი პლატინის, მეორე კი ოქროს სტატუსის მფლობელია. 2019 წელს არტისტმა მსმენელს მორიგი ალბომი The WIZRD შესთავაზა, რომელმაც მსმენელის მოწონება დაიმსახურა. 'ჰენდრიქსის' მიერ მიმდინარე წელს გამოცემულმა სოლო ნამუშევარმა High Off Life მუსიკალური კრიტიკოსების კიდევ უფრო დიდი აღიარება მოიპოვა. გრემის მფლობელი მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელია.

ლილ უზი ვერტმა კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსიც. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია XO Tour Llif3 გახლავთ, რომელიც იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა. სამი წლის შემდეგ, ფლორიდელმა არტისტმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Eternal Atake გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული