ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მერაია ქერიმ შემოქმედებითი მოღვაწეობის 30 წლისთავთან დაკავშირებით კომპოზიციის Underneath The Stars აქამდე გამოუქვეყნებელი კლიპი გაავრცელა. სიმღერა მის რიგით მეხუთე ალბომში Daydream არის წარმოდგენილი, რომელიც 1995 წელს გამოიცა.
► მერაია ქერი თავის მემუარებში იხსენებს, რა ეწყინა ჯენიფერ ლოპესისგან
► მერაია ქერიმ გაამხილა, რომ 1995 წელს გრანჟ ალბომზე იმუშავა
► მოუსმინეთ: მერაია ქერიმ ლორინ ჰილის მონაწილეობით სიმღერა Save The Day გაავრცელა
მერაია ქერიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1986 წელს დაიწყო. მან წარმატება სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის ჯილდო ხუთჯერ აქვს მიღებული.
კომენტარები