Thumbnail

ლარს ულრიხს ჰკითხეს, რომელია Metallica-ს ყველაზე კარგი და ცუდი ალბომი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Metallica-ს დრამერ ლარს ულრიხს გამოცემა Classic Rock-თან ინტერვიუში სთხოვეს, დაესახელებინა თავისი ბენდის როგორც საუკეთესო, აგრეთვე, ყველაზე ცუდი ალბომი.

Metallica-ს ლარს ულრიხი: დისტანციურად მუშაობა ძალიან გვიჭირს

"Hardwired... to Self-Destruct - ამ ალბომთან ყველაზე ნაკლები პრეტენზია მაქვს. ის კვლავ საუკეთესოდ გამოხატავს იმას, რაც თავში მიტრიალებს", - ამბობს ულრიხი.

რაც შეეხება ყველაზე ცუდ ნამუშევარს, მუსიკოსმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ ბენდს ასეთი ალბომი არ ჩაუწერია.

"ჩვენ ცუდი ალბომი არ ჩაგვიწერია. არცერთს ვუყურებ, როგორც შეცდომას. სადებიუტო ჩანაწერი Kill 'Em All ისე ჟღერს, თითქოს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. მასში ბევრი ახალგაზრდული ენერგიაა. მაგრამ მე, ზოგადად, არ მაწუხებს წარსული", - დასძენს ულრიხი.

"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 2009 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. "მეტალიკას" ამ დროისთვის 10 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული