Thumbnail

ნახეთ: ჯეკ ბლექი საცეკვაო ჩელენჯს WAP შეუერთდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი და მუსიკოსი, ჯეკ ბლექი პლატფორმა TikTok-ზე წამოწყებულ საცეკვაო ჩელენჯს შეუერთდა, რომლის მონაწილეებიც ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტების, Cardi B-ისა და Megan Thee Stallion-ის ჰიტის WAP კლიპში ნაჩვენებ საცეკვაო მოძრაობებს იმეორებენ. ბლექმა საკუთარი სახლის ეზოში გადაღებული ვიდეო ინსტაგრამზე გაავრცელა.

Black Sabbath-ის გიზერ ბათლერი: Cardi B-ს WAP ამაზრზენი კომპოზიციაა

Cardi B-ის ფანებმა ჰელოუინზე WAP-ის სცენები გააცოცხლეს

ნახეთ: Cardi B-ს კლიპი WAP დისნეის პერსონაჟების მონაწილეობით

ვიდეოს არაერთი არტისტი, მათ შორის ლეგენდარული ჰიპ ჰოპ კოლექტივი Public Enemy და ამერიკელი მუსიკოსი Beck გამოეხმაურნენ.

"მშვენიერი მოძრაობებია".

ბექი კი გვირგვინის ემოჯით შემოიფარგლა.

ჯეკ ბლექმა პოპულარობა ფილმებში High Fidelity, Shallow Hal, School of Rock, King Kong, Tenacious D in the Pick of Destiny, The Holiday და Gulliver's Travels შესრულებული როლებით მოიპოვა. 2018 წელს მსახიობს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ის გრემის მფლობელი კომედიური როკ დუეტის Tenacious D ვოკალისტია, რომელიც 1994 წელს დააარსა კაილ რიჩარდ გესთან ერთად.

კომენტარები

ბოლოს დამატებული