Thumbnail

პოპულარული გერმანული ჯგუფის, Rammstein-ის ფრონტმენის, ტილ ლინდემანისა და Hypocrisy-სა და Pain-ის სოლისტის, პეტერ თეგთგრენის ერთობლივი პროექტი Lindemann ოფიციალურად დაიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია დუეტის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

► ნახეთ: Rammstein სტუდიაში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

"ტილ ლინდემანმა და პეტერ თეგთგრენმა თანამშრომლობა დაასრულეს. ორივე მუსიკოსს სამომავლოდ სხვა გეგმები აქვს. არტისტები 2021 წლის გაზაფხულზე 2020 წელს მოსკოვში გამართული კონცერტის DVD ვერსიას გამოუშვებენ, რაც მათი ბოლო ერთობლივი რელიზი იქნება. ტილ ლინდემანი კი Lindemann-ის სახელის ქვეშ მოღვაწეობას ისევ გააგრძელებს", - წერია პროექტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Till Lindemann and Peter Tägtgren end their collaboration on "Lindemann"! As Till Lindemann and Peter Tägtgren confirm...

Posted by Lindemann on Friday, November 13, 2020

პროექტი Lindemann 2013 წელს ჩამოყალიბდა. დუეტმა ამ დრომდე ორი სტუდიური ალბომისა და ერთი EP-ის გამოცემა მოასწრო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული