Thumbnail

ნახეთ: DaBaby და Young Thug კლიპში BLIND

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გრემის ნომინანტი პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯონათან კირკი, ფსევდონიმით DaBaby, მსმენელს კომპოზიციაზე BLIND გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩრდილოკაროლინელი რეპერის ჩანაწერში მისი გავლენიანი ატლანტელი კოლეგა Young Thug მონაწილეობს. ტრეკი დაბეიბის ბოლო ალბომის BLAME IT ON BABY დელუქს ვერსიის სინგლია.

ნახეთ: DaBaby თავისი ძმის თვითმკვლელობას ეხმაურება

მოუსმინეთ: Kanye West - Nah Nah Nah Ft. DaBaby x 2 Chainz

ნახეთ: Lil Durk - Stay Down Ft. 6LACK & Young Thug

დაბეიბიმ მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. რეპერმა 2015-18 წლებში 8 მიქსტეიპის ჩაწერა მოასწრო. თუმცა, ის ფართო საზოგადოებამ მისი 2019 წლის სადებიუტო ალბომით Baby On Baby გაიცნო, რომელმაც მსმენელში პოპულარობა მალევე მოიპოვა. იმავე წელს გაყიდვაში არტისტის მეორე სტუდიური ნამუშევარი Kirk ჩაეშვა, რომელმაც შემსრულებელს კიდევ უფრო დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. რამდენიმე თვეში გრემის ნომინანტმა არტისტმა თაყვანისმცემლებს რიგით მესამე ალბომი BLAME IT ON BABY შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული