Thumbnail

ნახეთ: ჯიმი ფელონმა ბილი აილიშის პაროდია გააკეთა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჯიმი ფელონის ღამის შოუ პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბილი აილიშის ახალ კომპოზიციაზე Therefore I Am გადაღებული კლიპის გაშარჟებულ ვერსიას ავრცელებს. კადრებში ბილის მსგავსად ჩაცმული წამყვანი ვიდეორგოლის სიუჟეტის გამეორებას ცდილობს, თუმცა, დაცვის თანამშრომელი მას ყოველ სცენაში ხვდება და კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს.

ნახეთ: როგორ იღებდა ბილი აილიში ახალ კლიპს Therefore I Am

ნახეთ: ბილი აილიშის პირველი პოსტები TikTok-ზე

კომპოზიცია Therefore I Am და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი ბილი აილიშმა 12 ნოემბერს გამოუშვა.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული