Thumbnail

ნახეთ: 2 Chainz კლიპს Lambo Wrist ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი სამხრეთელი ჰიპ ჰოპ არტისტი, თოჰიდ ეფსი, ფსევდონიმით 2 Chainz, განაგრძობს ახალგავრცელებული ალბომის So Help Me God პრომოუშენს და მსმენელს სინგლზე Lambo Wrist გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ატლანტელი რეპერის თრეფ ჟღერადობის ჩანაწერის პროდიუსერები CuBeatz, STREETRUNNER და LilJuMadeDaBeat არიან.

მოუსმინეთ: 2 Chainz ალბომს So Help Me God აქვეყნებს

ნახეთ: 2 Chainz ახალგავრცელებული ალბომის So Help Me God კომპოზიციებს ასრულებს

2 Chainz-ის მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში, ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Playaz Circle მოღვაწეობით დაიწყო. თავდაპირველად მისი ფსევდონიმი Tity Boi გახლდათ. არტისტმა მოგვიანებით სასცენო სახელი შეიცვალა და 2012 წელს ლეიბლში G.O.O.D Music გაწევრიანდა. ამის შემდეგ მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Based On A T.R.U. Story გამოუშვა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა. დღემდე მისი მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Birthday Song გახლავთ, რომელშიც ლეგენდარული ჩიკაგოელი შემსრულებელი ქანიე ვესთი მონაწილეობს. დღეისთვის რეპერის დისკოგრაფია 5 სოლო ალბომს, ლილ ვეინთან ერთად ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტს ColleGrove, 2 კომპილაციურ ნამუშევარსა და 10 მიქსტეიპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული