Thumbnail

ნახეთ: როგორ იღებდა ბილი აილიში ახალ კლიპს Therefore I Am

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ინსტაგრამის გვერდზე თავისი ბოლო კომპოზიციის Therefore I Am კლიპზე მუშაობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა. კადრები კალიფორნიის შტატის ქალაქ გლენდეილში, სავაჭრო ცენტრ Glendale Galleria-შია გადაღებული.

ნახეთ: ბილი აილიშის პირველი პოსტები TikTok-ზე

ბილი აილიში: რატომ უკვირს ხალხს, მანქანაში ჩემს მუსიკას რომ ვუსმენ?

"იხილეთ Therefore I Am-ის კლიპზე მუშაობის კადრს მიღმა სცენები. ვიდეორგოლი ღამის 4 საათზე, ცარიელ სავაჭრო ცენტრში გადავიღეთ. ძალიან ვიხალისეთ და გავერთეთ", - წერს ბილი ინსტაგრამის გვერდზე.

კომპოზიცია Therefore I Am და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი ბილი აილიშმა 12 ნოემბერს გამოუშვა.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული