Thumbnail

ფლორიდელი პროდიუსერი DJ Scheme ახალ კომპოზიციას Soda ავრცელებს. ჩანაწერში ჩრდილოკაროლინელი ჰიპ ჰოპ არტისტი Cordae, რეპერი Ski Mask The Slump God და პროდიუსერთა დუეტი Take a Daytrip მონაწილეობენ. სინგლი DJ Scheme-ის სადებიუტო ალბომში Family შევა, რომელიც 4 დეკემბერს გამოიცემა.

23 წლის ფლორიდელმა პროდიუსერმა, გაბრიელ გუერამ, სასცენო სახელით DJ Scheme, შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა პირველი EP სახელწოდებით Preseason გაავრცელა. გუერა სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: Juice WRLD, Ski Mask the Slump God და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული