Thumbnail

ნახეთ: Metallica-მ საქველმოქმედო ონლაინ კონცერტი გამართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ამერიკულმა ჯგუფმა Metallica კალიფორნიის შტატის ქალაქ სან რაფაელში საქველმოქმედო ონლაინ კონცერტი გამართა. ბენდმა ლაივზე სულ 14 კომპოზიცია შეასრულა, მათ შორის ცნობილი ბრიტანული კოლექტივის, Deep Purple-ისა და ამერიკელი მუსიკოსის, ბობ სიგერის სიმღერების ქავერები. "მეტალიკამ" აგრეთვე პოპულარული ფოლკ ტრეკი The House of the Rising Sun დაუკრა.

Metallica-ს ლარს ულრიხი: დისტანციურად მუშაობა ძალიან გვიჭირს

ლარს ულრიხმა დაასახელა Metallica-ს სიმღერა, რომლის მოსმენაც აღარასდროს სურს

შემოსული თანხა ჯგუფის საქველოქმედო ფონდში All Within My Hands Foundation გადაირიცხება და ის უფასო სასწავლო პროგრამების შექმნას, შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლასა და სხვა საჭიროებებს მოხმარდება.

"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 2009 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული