Thumbnail

ნახეთ: 21 Savage და Metro Boomin ჯიმი ფელონის ღამის შოუში

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ატლანტელი კოლეგები, შაია აბრაამ-ჯოზეფი, ფსევდონიმით 21 Savage და ლელანდ ტაილერ უეინი, სასცენო სახელით Metro Boomin, ჯიმი ფელონის ღამის შოუს ესტუმრნენ. არტისტებმა გადაცემაში კოლაბორაციულ ალბომში Savage Mode II შესული ორი კომპოზიცია: Runnin' და Mr. Right Now შეასრულეს.

ნახეთ: 21 Savage და Metro Boomin კლიპში My Dawg

ნახეთ: 21 Savage და Metro Boomin კლიპში Runnin

ატლანტელი არტისტები, რომლებსაც ჰიპ ჰოპის მეინსტრიმში ადგილი მყარად უჭირავთ, კარიერის ადრეული ეტაპიდანვე თანამშრომლობენ. 2016 წელს გავრცელებულმა Savage Mode შემსრულებლებს საყოველთაო აღიარება მოუტანა. არაერთი ჰიტის მქონე მუსიკოსებმა 2017 წელს ოფიციალური მიქსტეიპი Without Warning გამოაქვეყნეს. სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წელს მუსიკოსები მსმენელს "სევიჯ მოუდის" მეორე ნაწილით დაუბრუნდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული