ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა The Smashing Pumpkins კომპოზიციაზე Wyttch გადაღებული კლიპი გაავრცელა. სიმღერა ბენდის მომავალ, ორმაგ ალბომში Cyr იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 27 ნოემბერს ჩაეშვება. ვიდეორგოლის რეჟისორი Kemp Muhl გახლავთ.
► მოუსმინეთ: The Smashing Pumpkins - Anno Satana | Birch Grove
► მოუსმინეთ: The Smashing Pumpkins - Addict | Wrath
The Smashing Pumpkins ჩიკაგოში 1988 წელს ჩამოყალიბდა. დაარსებიდან დღემდე ჯგუფს 30 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: 1979, Bullet with Butterfly Wings და Tonight, Tonight.
კომენტარები