Thumbnail

ნახეთ: ანდრეა ბოჩელი და ელისონ კრაუსი კლიპს Amazing Grace ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი იტალიელი ტენორი, ანდრეა ბოჩელი კომპოზიციაზე Amazing Grace გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში ამერიკელი ქანთრი არტისტი, ელისონ კრაუსი მონაწილეობს. სინგლი ბოჩელის რიგით მეჩვიდმეტე ალბომში Believe შედის, რომელიც გაყიდვაში 13 ნოემბერს ჩაეშვა.

ნახეთ: ანდრეა ბოჩელი და ნა ინი კომპოზიციას Remembering ავრცელებენ

ანდრეა ბოჩელი იტალიური საოპერო სცენის ვარსკვლავია. ცნობილმა ტენორმა კარიერის განმავლობაში 17 სტუდიური ალბომის გამოშვება და 90 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ანიმაციური ფილმისთვის Quest for Camelot დაწერილმა სიმღერამ The Prayer, რომელსაც ბოჩელი მომღერალ სელინ დიონთან ერთად ასრულებს, 1999 წელს ოქროს გლობუსი დაიმსახურა. 2006 წელს არტისტმა იტალიის სახელმწიფოსგან ღირსების ორდენი მიიღო, 2010 წელს კი ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. მუსიკოსი სუსტი მხედველობით დაიბადა, 12 წლის ასაკში, ფეხბურთის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ კი, ის სრულად დაკარგა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული