ბრიტანული ჯგუფის Pale Waves ვოკალისტმა, ჰიზერ ბარონ-გრესიმ ბენდის ბოლო კომპოზიციის Change აკუსტიკური ვერსია შეასრულა. მუსიკოსმა ჩანაწერი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეორე ალბომში Who Am I? შევა, რომელიც 2021 წლის 12 თებერვალს გამოიცემა.
Pale Waves მანჩესტერში 2014 წელს ჩამოყალიბდა. ოთხი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი My Mind Makes Noises გაავრცელა. ბენდის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: Television Romance, There's A Honey და New Year's Eve. ჯგუფის მუსიკალური მიმართულება ინდი პოპს, ინდი როკსა და სინთპოპს მოიცავს.
კომენტარები