Thumbnail

ჯიმი პეიჯი: საშინელი პერიოდია, კონცერტების გარეშე მუსიკა არაფერია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის, Led Zeppelin-ის გიტარისტმა, ჯიმი პეიჯმა გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში კორონავირუსის პანდემიასა და მუსიკის ინდუსტრიაზე მის გავლენაზე ისაუბრა. პეიჯის თქმით, კონცერტების გარეშე მუსიკა არაფერია.

ჯიმი პეიჯი საუბრობს, რით გამოირჩეოდა Led Zeppelin "ბითლზისა" და სხვა ბენდებისგან

ნახეთ: ჯიმი პეიჯი 1988 წელს Stairway to Heaven-ს ასრულებს

"კონცერტების გარეშე მუსიკის ინდუსტრია არაფერია. საშინელი პერიოდია, ვირუსმა დააზარალა ჩვენი ოჯახები, ხელოვნების სფერო და ყველაფერი ის, რაც გვიყვარს. არასოდეს ჩავწერ კომპოზიციას მხოლოდ იმისთვის, რომ ვინმეს გავუგზავნო. ჩვენ გვჭირდება ადამიანებთან ერთად დაკვრა და ცოცხალი აუდიტორიის წინაშე ღონისძიებების ჩატარება. კონცერტები ახალგაზრდა და დამწყები მუსიკოსებისთვისაც მნიშვნელოვანია. როდესაც ახალბედები ვიყავით, გვქონდა ხოლმე პატარ-პატარა საღამოები და ვიმედოვნებდით, რომ მომავალში უფრო მასშტაბურ ივენთებში მივიღებდით მონაწილეობას. ჩემთვის ეს ყველაზე არსებითი რა იყო", - ამბობს პეიჯი.

ჯიმი პეიჯი ეპოქალური "ლედ ზეპელინის" დამაარსებელია. კოლექტივის კომპოზიციების უმრავლესობის ავტორი სწორედ ის გახლავთ. გამოცემა "როლინგ სტოუნმა" მუსიკოსი 100 საუკეთესო გიტარისტს შორის დაასახელა. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია. მას ბენდთან ერთად 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული