Thumbnail

Westside Gunn-მა ემინემის ლეიბლი Shady Records დატოვა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ნიუ იორკული ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთმა წამყვანმა წარმომადგენელმა, ელვინ ვორთიმ, ფსევდონიმით Westside Gunn, ეპოქალური კოლეგის, ემინემის ლეიბლი Shady Records დატოვა. ეს ინფორმაცია ვესთსაიდმა ჯო ბადენის საავტორო პოდკასტში სტუმრობისას გააჟღერა.

Westside Gunn: სამ თვეში კარიერას დავასრულებ

ნახეთ: Westside Gunn-მა 5 რჩეული რეპერი დაასახელა

"შეიდი რექორდსიდან" წამოვედი. ახლა თავისუფალი აგენტი ვარ. პოლ როზენბერგს ვესაუბრე და მხარეებს შორის ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. არის საკითხები, რომლებზეც საჯაროდ არასდროს ვისაუბრებ. მე, ბენისა და ქანვეის თუ უთანხმოება მოგვივიდა, ამას სხვა ვერასდროს გაიგებს. მომხდარი ჩვენ შორის დარჩება. ასეთივე შემთხვევაა "შეიდისთან" მიმართებითაც", - განაცხადა განმა.

ვესთსაიდმა და მის მიერ ჩამოყალიბებულმა გაერთიანებამ Griselda ემინემის ლეიბლთან კონტრაქტი 2017 წელს გააფორმეს. მას შემდეგ კოლექტივმა "შეიდი რექორდსის" მხარდაჭერით ალბომი WWCD გამოაქვეყნა. თავად განმა კი გაყიდვაში მსხვილი ლეიბლის დახმარებით გამოცემული პირველი სტუდიური ნამუშევარი Who Made The Sunshine ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული