Thumbnail

ნახეთ: 2 Chainz ახალგავრცელებული ალბომის So Help Me God კომპოზიციებს ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილმა ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, თოჰიდ ეფსიმ, ფსევდონიმით 2 Chainz, კონცერტების სერიის Parking Lot Concert ფარგლებში მშობლიურ ქალაქში პერფორმანსი გამართა. შოუს მიმდინარეობისას ვეტერანმა რეპერმა მისი ახალგავრცელებული ალბომის So Help Me God კომპოზიციები შეასრულა. კონცერტის სრული ვიდეოჩანაწერი მუსიკოსის იუთუბის არხზე გამოქვეყნდა.

მოუსმინეთ: 2 Chainz ალბომს So Help Me God აქვეყნებს

ნახეთ: 2 Chainz - Quarantine Thick Ft. Mulatto

ნახეთ: 2 Chainz და Lil Wayne კლიპში Money Maker

2 Chainz-ის მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში, ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Playaz Circle მოღვაწეობით დაიწყო. თავდაპირველად მისი ფსევდონიმი Tity Boi გახლდათ. არტისტმა მოგვიანებით სასცენო სახელი შეიცვალა და 2012 წელს ლეიბლში G.O.O.D Music გაწევრიანდა. ამის შემდეგ მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Based On A T.R.U. Story გამოუშვა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა. დღემდე მისი მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Birthday Song გახლავთ, რომელშიც ლეგენდარული ჩიკაგოელი შემსრულებელი ქანიე ვესთი მონაწილეობს. დღეისთვის რეპერის დისკოგრაფია 5 სოლო ალბომს, ლილ ვეინთან ერთად ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტს ColleGrove, 2 კომპილაციურ ნამუშევარსა და 10 მიქსტეიპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული