Thumbnail

ჯენიფერ ლოპესს ჰკითხეს, გაუსინჯავს თუ არა მარიხუანა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი გამოცემა Complex-ის ონლაინ გადაცემას Complex News ესტუმრა. წამყვანმა, სპიდი მორმენმა მომღერალს 2019 წელს, რეპერ French Montana-სთან ერთად შექმნილი კომპოზიციის Medicine პრომოუშენის ფარგლებში ჩაწერილი ერთ-ერთი ინტერვიუ შეახსენა. მაშინ ჯეილოს რადიოშოუ The Breakfast Club-ის DJ Envy-მ უთხრა, რომ ეგონა, ეს სიმღერა მოსაწევის შესახებ იყო, რის პასუხადაც მუსიკოსმა აღნიშნა, რომ მარიხუანა არასდროს გაუსინჯავს.

ვარსკვლავები, რომლებმაც ჯენიფერ ლოპესის საკულტო, Versace-ს კაბის შთაგონებით ჩაიცვეს

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა ჰელოუინზე მადონა განასახიერა

"შენ მაშინ თქვი, რომ მარიხუანას არ გაჰკარებიხარ. მაინტერესებს, მართლა არასდროს მოგიწევია ცხოვრებაში?", - მიმართა სპიდიმ 51 წლის არტისტს.

კითხვას ჯეილომ უპასუხა, რომ ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ ცხოვრებაში არ ყოფილა.

"არა. ნარკოტიკებით არ ვარ დაინტერესებული. ვიცი, მარიხუანა მსუბუქია, მაგრამ მე არც დალევა მიყვარს, არც მოწევა. ზოგჯერ ცოტა შამპანურს თუ მოვსვამ ან ხილის ტკბილ დასალევს, მაგრამ ცხოვრებაში არ დავმთვრალვარ და არანაირ ნარკოტიკულ საშუალებას არ გავკარებივარ. ეს ჩემი სტილი არ არის".

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული