Thumbnail

ჰიუსტონში Benny The Butcher დაჭრეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ბუფალოელი ემსი, ჯერემი ფენიქი, ფსევდონიმით Benny The Butcher, ჰიუსტონში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ბენი და მისი მეგობრები სავაჭრო ცენტრ Walmart-ის ავტოსადგომზე იმყოფებოდნენ, როდესაც მათ მანქანა მოუახლოვდათ, რომლიდანაც ხუთი შეიარაღებული პირი გადმოვიდა. ისინი რეპერისა და მასთან მყოფებისგან ძვირფას ყელსაბამებს მოითხოვდნენ. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა რეპერს ფეხის არეში ესროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.

მოუსმინეთ: Benny The Butcher ალბომს BURDEN OF PROOF ავრცელებს

ბუჩერი მისმა მეგობრებმა ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. რეპერის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება დაწყებულია, დამნაშავეების ვინაობა ამ ეტაპისთვის უცნობია.

ბენიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. თუმცა, ანდერგრაუნდ რეპერი ფართო საზოგადოებამ 2014 წლიდან, ჰიპ ჰოპ გაერთიანება "გრიზელდაში" გაწევრიანების შემდეგ გაიცნო. კრიტიკოსები ბუჩერის შემოქმედებიდან 2019 წლის სტუდიურ ჩანაწერს The Plugs I Met გამოარჩევენ, რომელშიც მონაწილეობა ისეთმა გავლენიანმა მუსიკოსებმა მიიღეს, როგორებიც არიან: Black Thought, Pusha T, The Alchemist და სხვა. ამავე წელს ბენი მსმენელმა "გრიზელდას" სადებიუტო ალბომში WWCD იხილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული