Thumbnail

ნახეთ: კამასი ვაშინგტონმა ფესტივალ Adult Swim-ზე პერფორმანსი გამართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, კამასი ვაშინგტონმა კალიფორნიაში, ფესტივალ Adult Swim-ზე 50-წუთიანი პერფორმანსი გამართა. არტისტმა სულ 6 კომპოზიცია შეასრულა. ღონისძიება იუთუბის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ნახეთ: Dinner Party კლიპს Freeze Tag (Remix) აქვეყნებს

საქსოფონისტმა კამასი ვაშინგტონმა მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ლორინ ჰილი, ნასი, სნუპ დოგი, ქენდრიქ ლამარი და სხვები. ამ დრომდე მას 4 სოლო ალბომი აქვს გამოცემული. მიმდინარე წლიდან კამასი სუპერჯგუფის Dinner Party წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული