ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა 2017 წელს ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში 10 რჩეული ჰევი მეტალ ალბომი დაასახელა. ოზის ფავორიტებს შორის მოხვდა ისეთი ჯგუფების ნამუშევრები, როგორებიც არიან: Metallica, Led Zeppelin, Guns ‘N’ Roses, AC/DC და სხვა.
► სიმღერა, რომლის გამოც ოზი ოსბორნი თვითმკვლელობის პროპაგანდაში დაადანაშაულეს
► ოზი ოსბორნი: Black Sabbath-თან ერთად კონცერტს აღარასოდეს ჩავატარებ
წარმოგიდგენთ ოზის ათ ფავორიტ ალბომს:
AC/DC - Highway to Hell
"ბრაიან ჯონსონი ძალიან მიყვარს, თუმცა, პირადად ჩემთვის, ბონ სკოტი საუკეთესო ვოკალისტია, ვინც კი AC/DC-ს ოდესმე ჰყოლია. ამ ალბომზე კი დამოკიდებული ვიყავი".
Alice in Chains - Facelift
"არაჩვეულებრივი სადებიუტო ალბომი. მასში შესული ერთ-ერთი ტრეკი Man in the Box ნამდვილი კლასიკაა. ლეინ სტეილი უსაყვარლესი ადამიანი იყო. ცუდია, რომ საკუთარი დემონები ვერ დაამარცხა".
Guns N' Roses - Appetite for Destruction
"ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სადებიუტო ალბომი. ამ ჩანაწერში ცუდი სიმღერა არ არსებობს. მისი მოსმენა არასოდეს მომბეზრდება".
Judas Priest - British Steel
"Judas Priest ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეტალ ჯგუფია. ეს ალბომი კი ნამდვილი კლასიკაა, რომელიც დროს გაუძლებს".
Led Zeppelin - Led Zeppelin IV
"ლედ ზეპელინის" დიდი თაყვანისმცემელი ყოველთვის ვიყავი". ამ ჯგუფის ყველა ალბომი კლასიკაა, თუმცა, ეს ჩანაწერი ჩემი ფავორიტია".
Megadeth - Rust in Peace
"ამ ალბომის მოსმენამდე კარგად ვერ ვაცნობიერებდი, თუ რა კარგი ჯგუფი იყო Megadeth".
Metallica - Master of Puppets
"ეს ალბომი იყო დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი როგორც ბენდისთვის, ასევე, მთლიანად ჰევი მეტალისთვის".
Motörhead - Ace of Spades
"ალბომი, რომელმაც ჯგუფი უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. მასში შესული კომპოზიცია Ace of Spades მეტალის ერთ-ერთი ჰიმნი გახლავთ".
Pantera - Cowboys from Hell
"ამ ალბომში დაიმბეგ დარელის გიტარის პარტია ცალკე აღსანიშნავია. ეს ნამუშევარი ყველა მეტალის ფანის კოლექციაში უნდა იყოს".
Rob Zombie - Hellbilly Deluxe
"რობ ზომბი ჭეშმარიტი არტისტია. ეს კი მისი საუკეთესო ნამუშევარია".
კომენტარები