Thumbnail

მოუსმინეთ: Masego ახალ ჩანაწერს Studying Abroad ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ახალგაზრდა ვირჯინიელი მუსიკოსი, მიკა დევისი, ფსევდონიმით Masego, ახალ სტუდიურ ჩანაწერს Studying Abroad ავრცელებს. ეს პირველი ნამუშევარია, რომელიც მუსიკოსმა 2018 წელს სადებიუტო ალბომის Lady Lady გამოცემის შემდეგ გამოაქვეყნა. EP ექვს კომპოზიციას აერთიანებს.

ნახეთ: Kaytranada და Masego კლიპს Need It ავრცელებენ

მოუსმინეთ: Masego - King's Rant

მასეგო წარმოშობით იამაიკელი არტისტია, რომელმაც მუსიკალური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია ორ EP-ისა და სადებიუტო ალბომს Lady Lady აერთიანებს. მულტიინსტრუმენტალისტის შემოქმედება ნეო სოულის, ჯაზ ფიუჟენისა და ფანკის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული