Thumbnail

ფლორიდული ჰიპ ჰოპ დუეტი City Girls საკუთარი კომპოზიციის Pussy Talk ალტერნატიულ ვერსიას აქვეყნებს. ტრეკის რემიქსში გავლენიანი ლუიზიანელი რეპერი, ლილ უეინი, პოპულარული ატლანტელი შემსრულებელი, ქუევო და მათი ახალგაზრდა კოლეგა, ჯექ ჰარლოუ მონაწილეობენ. ჩანაწერის ორიგინალი ვერსია გაერთიანების 2020 წლის ალბომის City On Lock სინგლია.

მოუსმინეთ: ჰიპ ჰოპ დუეტი City Girls ალბომს City On Lock ავრცელებს

ნახეთ: City Girls და Doja Cat კლიპს Pussy Talk ავრცელებენ

ნახეთ: City Girls და Lil Baby კლიპს Flewed Out ავრცელებენ

City Girls 2010 წელს მაიამიში ჩამოყალიბდა. დუეტი ფართო საზოგადოებამ 2018 წელს გავრცელებული სადებიუტო მიქსტეიპით Period გაიცნო. იმავე წელს სამხრეთულმა გაერთიანებამ გაყიდვაში პირველი ალბომი Girl Code ჩაუშვა, რომლის სინგლებიც პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიციები: Twerk და Act Up გახლავთ. 2020 წლის ივნისში გაერთიანება მსმენელს ახალი სტუდიური ჩანაწერით City On Lock დაუბრუნდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული