Thumbnail

მოუსმინეთ: 2 Chainz ალბომს So Help Me God აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა სამხრეთელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, თოჰიდ ეფსიმ, ფსევდონიმით 2 Chainz, გაყიდვაში ახალი ალბომი So Help Me God ჩაუშვა, რომელიც 15 კომპოზიციას მოიცავს. ცნობილი ატლანტელი რეპერის რიგით მე-5 სტუდიურ ჩანაწერში მისი არაერთი გავლენიანი თუ ახალგაზრდა კოლეგა მონაწილეობს. მათ შორის არიან: Kanye West, YoungBoy Never Broke Again, Lil Wayne, Ty Dolla Sign, Mulatto, Kevin Gates, Lil Uzi Vert, Chief Keef, Rick Ross და სხვა.

ნახეთ: 2 Chainz - Quarantine Thick Ft. Mulatto

ნახეთ: 2 Chainz და Lil Wayne კლიპში Money Maker

2 Chainz-ის მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში, ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Playaz Circle მოღვაწეობით დაიწყო. თავდაპირველად მისი ფსევდონიმი Tity Boi გახლდათ. არტისტმა მოგვიანებით სასცენო სახელი შეიცვალა და 2012 წელს ლეიბლში G.O.O.D Music გაწევრიანდა. ამის შემდეგ მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Based On A T.R.U. Story გამოუშვა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა. დღემდე მისი მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Birthday Song გახლავთ, რომელშიც ლეგენდარული ჩიკაგოელი შემსრულებელი ქანიე ვესთი მონაწილეობს. დღეისთვის რეპერის დისკოგრაფია 5 სოლო ალბომს, ლილ ვეინთან ერთად ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტს ColleGrove, 2 კომპილაციურ ნამუშევარსა და 10 მიქსტეიპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული