იტალიელმა დიზაინერმა, დონატელა ვერსაჩემ 2000 წლის შემოდგომა/ზაფხულის კოლექციის ჩვენების დახურვა ამერიკელ მოდელს, ემბერ ვალეტას ანდო, რომელსაც მწვანე, ტროპიკული მცენარეების პრინტის მქონე კაბა მოარგო. ეს მომენტი მხოლოდ მოდის მოყვარულების მეხსიერებაში დარჩებოდა, რომ არა პოპვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი, რომელიც ხუთი თვის შემდეგ ამავე სამოსით გამოჩნდა გრემის დაჯილდოებაზე.
► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა ჰელოუინზე მადონა განასახიერა
► ჯენიფერ ლოპესი: წლების შემდეგ მივხვდი, რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული

იმას, რომ საქმე არა მხოლოდ კაბაში, არამედ იმ ადამიანში იყო, ვისაც ის ეცვა, მოწმობს ისიც, რომ მანამდე სამოსი რამოდენიმე დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე აღბეჭდეს კამერებმა, თუმცა, კაბაზე ყველა მაშინ ალაპარაკდა, როცა ჯეილომ მოირგო. კადრების ხილვის შემდეგ იმდენმა ადამიანმა სცადა ინტერნეტში მისი პოვნა, რომ, Google-ის იმჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორის, ერიკ შმიდტის თქმით, სისტემაში სურათით ძებნის ფუნქციის შექმნის იდეა გაჩნდა.

წლების განმავლობაში მომღერლის ამ საკულტო გამოჩენის შთაგონებით არაერთი ვარსკვლავი შეიმოსა.
ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.
კომენტარები