Thumbnail

ნიკ ქეივის პასუხი კითხვაზე - როგორ მივხვდე, რომ სწორ გზას ვადგავარ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ნიკ ქეივმა თავისი ვებგვერდის The Red Hand Files საშუალებით ბრიტანეთის ქალაქ ლიდსში მცხოვრებ თაყვანისმცემელს, ლოტის უპასუხა, რომელმაც არტისტს კითხვით მიმართა - "როგორ გავიგო, რომ ცხოვრებაში სწორ გზას ვადგავარ?". ქეივმა მას ურჩია, არ შეუშინდეს მიმართულების ცვლილებას, რადგანაც ადვილი გზა არ ნიშნავს სწორს.

ნიკ ქეივი: რა სჯობია დილაადრიან მიღებულ მკვლელობის მუქარას

ნახეთ: ნიკ ქეივმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა Euthanasia შეასრულა

"ირგვლივ მიმოიხედე. თუ სხვა ყველა შენი მიმართულებით მიდის, ისინიც შენსავით გამოიყურებიან, შენსავით მოძრაობენ, ერთნაირი რაღაცები მოსწონთ, სძულთ და აღიზიანებთ, ერთსა და იმავეს გაჰყვირიან, შესაძლოა, არასწორი კურსი გქონდეს არჩეული. თუ გადაუხვევ და სხვა გზით წახვალ, შეიძლება ადამიანებმა, რომლებიც ერთნაირად ფიქრობენ, საუბრობენ და იქცევიან, შემოგხედონ, დაგცინონ ან დაგემუქრონ კიდეც, მაგრამ სვლა განაგრძე - რამდენად ბუნდოვანი და ძნელიც არ უნდა მოგეჩვენოს. წინ წადი, რადგან, ეს რომც არ აღმოჩნდეს ყველაზე მარტივი, ან საუკეთესო გზა, ის ყველაზე საინტერესო და სასარგებლო იქნება. შენი გზა ისაა, სადაც შეგიძლია, იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ, თქვა ის, რაც გინდა და გიყვარდეს ის, რაც გინდა, რომ გიყვარდეს. სწორედ იქ მოიპოვებ სიმშვიდეს, რადგან რაც არ უნდა მოხდეს, გეცოდინება, რომ ეს შენი გზაა", - წერს მუსიკოსი.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი, ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული