Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშმა ახალ სიმღერაზე Therefore I Am კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ახალი კომპოზიცია Therefore I Am და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ივლისში გამოცემული სიმღერის My Future შემდეგ, ეს აილიშის პირველი ნამუშევარია.

ჰანს ციმერი: ბილი აილიშის სიმღერა ჯეიმს ბონდის ფილმისთვის თავდაპირველად დაიწუნეს

ბილი აილიშის ძმა პასუხობს კითხვას, ვინ იქნება შემდეგი ბილი აილიში

"ამ სიმღერით აღფრთოვანებული ვარ", - განაცხადა მომღერალმა ნამუშევრის გამოშვებამდე.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული