Thumbnail

ადვოკატი: ბრიტნი სცენას არ დაუბრუნდება, თუ ისევ მამა გააკონტროლებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლოს ანჯელესის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის მოთხოვნა და მამამისი, ჯეიმი სპირსი მომღერლის მთავარ მეურვედ დატოვა. როგორც ცნობილია, არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზით ბრიტნის უკვე 12 წელია, ჩამორთმეული აქვს საკუთარი ცხოვრებისა და ქონების განკარგვის უფლება. 38 წლის არტისტი იმ ფაქტს აპროტესტებდა, რომ ჯეიმი სპირსი მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს.

ბრიტნი სპირსი: ცხოვრებაში თავი ასე ბედნიერად არ მიგრძვნია

ბრიტნი სპირსის ვიზაჟისტი: ის ვერ აჩენს შვილს, ვერ ქორწინდება შეყვარებულზე

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მითხრა, რომ მამამისის ეშინია. ის სცენას არ დაუბრუნდება, თუ მის კარიერას ისევ ჯეიმი სპირსი გააკონტროლებს", - მიმართა მოსამართლე ბრენდა პენის მუსიკოსის ადვოკატმა, სემ ინგჰემმა.

ადვოკატისვე თქმით, ბრიტნისა და მამამისს არაერფექტური საქმიანი ურთიერთობა აქვთ და დიდი ხანია, ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ.

ამის პასუხად, ჯეიმი სპირსის ადვოკატმა, ვივიენ ლი თორინმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოველთვის შვილის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ბრიტნის, რომელიც არც ახალ მუსიკას უშვებს და აღარც ტურნეებს მართავს, $60 მილიონის ოდენობის აქტივები აქვს შემორჩენილი. ამასთან, თორინმა აღნიშნა, რომ მამა-შვილს შორის კომუნიკაციას ბრიტნის ადვოკატი, სემ ინგჰემი აფერხებს.

ბრიტნი მამასთან ერთად

აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ ბრიტნის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება ფინანსების განკარგვის ნაწილში და მისი მართვა, ჯეიმი სპირსის გარდა, კომპანიას Bessemer Trust დაევალა.

მუსიკოსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მამასა და ადვოკატს მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება 2008 წელს მიენიჭათ. შარშან ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ, სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული