Thumbnail

Trippie Redd: ახლა თავს ლილ უეინივით ვგრძნობ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ოჰაიოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაიკლ ლამარ უაითმა, ფსევდონიმით Trippie Redd, მსმენელს მიმდინარე წლის ოქტომბერში ახალი ალბომი Pegasus შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ერთი თვით ადრე ხსენებული ნამუშევარი ინტერნეტში უნებართვოდ და არაოფიციალურად გავრცელდა. მომხდარს მაიკლი ინსტაგრამზე გამოეხმაურა და თავი სახელოვან კოლეგას და ერთ-ერთ მენტორს, ლილ უეინს შეადარა, რადგან მსგავსი რამ გავლენიან ლუიზიანელს სტუდიური ჩანაწერის 'Tha Carter V' გამოშვებამდე შეემთხვა.

მოუსმინეთ: Trippie Redd-მა ალბომი Pegasus გაავრცელა

მოუსმინეთ: Lil Wayne-მა ალბომი Tha Carter V გამოუშვა

"ახლა თავს ლილ უეინივით ვგრძნობ. ხომ ხვდებით, რას ვგულისხმობ? მე გაყიდვაში არაოფიციალურად გავრცელებული ალბომი ჩავუშვი, Carter V-ის მსგავსად", - განაცხადა თრიფიმ.

თრიფი რედმა მუსიკალური მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მისი შემოქმედებაში 5 ოფიციალური მიქსტეიპი, რვა EP და სამი ალბომი ერთიანდება. შემსრულებლის პოპულარული კომპოზიციებია: Poles1469, Love Scars, Dark Knight Dummo და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული