Thumbnail

ნახეთ: რეპერი Daeshard მაიკლ ჯექსონის რანჩოში შეიჭრა და კლიპი გადაიღო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ფლორიდელმა რეპერმა ფსევდონიმით Daeshard კომპოზიციის Hood კლიპი გაავრცელა, რომელიც კალიფორნიაში, ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის Neverland-ის რანჩოშია გადაღებული. როგორც გამოცემა TMZ-ის ტერიტორიის მფლობელმა კომპანიამ Colony Capital განუცხადა, მათ არტისტისთვის შესაბამისი ნებართვა არ მიუციათ. დეშარდი ორ თანხმლებ პირთან ერთად რანჩოს ტერიტორიაზე 23 ივლისს შეიჭრა და გადაღება დაიწყო. დაცვის თანამშრომლებმა კი ის შეაჩერეს და მასალის წაშლა მოსთხოვეს.

ჯექსონის მცველს ჰკითხეს, ნამდვილად იყო თუ არა რანჩოში საიდუმლო ოთახი ბავშვებისთვის

"დაცვამ GoPro კამერებითა და iPhone-ებით გადაღების პროცესში მყოფი ადამიანები შეაჩერა და განუცხადა, რომ ტერიტორიაზე უცხო პირები არ დაიშვებოდნენ. მათ მასალის წაშლა და რანჩოს დატოვება მოსთხოვეს. როგორც წყარო გვიყვება, დაცვის წევრებმა პირდაპირ მათ თვალწინ წაშალეს ჩანაწერები და პოლიცია მხოლოდ იმ მიზეზით არ გამოიძახეს, რომ უცხო პირები მოთხოვნას დაემორჩილნენ და ტერიტორია დატოვეს", - წერს TMZ წყაროზე დაყრდნობით.

თუმცა, ახლახან გავრცელებულ კლიპში მოხვედრილი კადრები მოწმობს, რომ რეპერმა მაინც შეძლო მასალის აღდგენა. მისი თქმით, გადაღების ნებართვა ჰქონდა, მაგრამ ვერ გაამხლს, ვისგან მიიღო ის.

"არავის ჰქონია "ნევერლენდის" რანჩოში დროის ტარების უფლება, ჯენეტსაც კი", - დაწერა მან ჯერ კიდევ ზაფხულში ინსტაგრამზე და მუსიკოსის და, ჯენეტ ჯექსონი ახსენა.

მუსიკოსი სოციალურ ქსელებში აქტიურად ეწევა კლიპის პრომოუშენს, ხოლო იუთუბზე გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში წერს:

"განსაკურთებული მადლობა თვით პოპის მეფეს - მაიკლ ჯექსონს".

კომენტარები

ბოლოს დამატებული