ამერიკული ინდი როკ ჯგუფი The Antlers ახალ კომპოზიციას It Is What It Is და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. მუსიკალურ ვიდეორგოლში მოცეკვავეები, ბობი ჯენ სმიტი და ორ შრაიბერი მონაწილეობენ.
► მოუსმინეთ: The Antlers - Wheels Roll Home
The Antlers ბრუკლინში 2006 წელს შეიქმნა. ამავე წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Uprooted გაავრცელეს. 5 სტუდიური ჩანაწერის გამოშვების შემდეგ, 2015 წელს კოლექტივი დაიშალა. ბენდის აღდგენა არტისტებმა 2019 წელს გადაწყვიტეს.
კომენტარები