Thumbnail

ნახეთ: დევიდ ბოუისა და შერის ერთობლივი პერფორმანსი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გამოცემამ Far Out Magazine 1975 წელს გადაღებული ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუისა და ცნობილი ამერიკელი მომღერლის, შერის ერთობლივი პერფორმანსი გაიხსენა. ბოუი თავისი რიგით მე-9 ალბომის Young Americans პრომოუშენის ფარგლებში ტელეკომპანია CBS-ის ეთერში შერის სატელევიზიო გადაცემას ესტუმრა. არტისტებმა 6 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში 13 კომპოზიციის მიქსი შეასრულეს, მათ შორის იყო The Beatles-ის, The Crystals-ის, ბილ უიზერსის სიმღერების ქავერები.

ნახეთ: დევიდ ბოუის შესახებ გადაღებული ფილმის Stardust თრეილერი

დევიდ ბოუიმ შემოქმედებითი კარიერა 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა არტისტმა სიცოცხლის განმავლობაში 140 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, რაც მას თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად აქცევს. Space Oddity-სა და სხვა არაერთი ჰიტის ავტორი 2016 წლის 10 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შერილინ სარქისიანმა, სასცენო სახელით Cher, კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. მომღერალი გრემის, ემის, ოქროს გლობუსის, ოსკარისა და კანის კინოფესტივალის ჯილდოების მფლობელია. 100 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Believe და Strong Enough მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული