Thumbnail

კრის ბრაუნი: შესაძლოა, მე და დრეიქმა საერთო ალბომი გამოვუშვათ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯოზეფ ანტონიო კარტაგენას, ფსევდონიმით Fat Joe-ს ინსტაგრამ ლაივების სერიის მორიგი ეპიზოდის სტუმარი პოპულარული არენბი შემსრულებელი, კრის ბრაუნი გახლდათ. ფეთ ჯომ მომღერალს ჰკითხა, ოდესმე გამოუშვებს თუ არა კანადელ სუპერვარსკვლავ დრეიქთან ერთად კოლაბორაციულ ჩანაწერს.

სიმღერა, რომელიც კრის ბრაუნმა რიანას დაუთმო

Fat Joe: დრეიქი თანამედროვეობის მაიკლ ჯექსონია

- დიახ, ჩვენ რამდენიმე კომპოზიცია უკვე მზად გვაქვს.
- არ მჯერა. ჯანდაბა, ეს ალბომი სხვა ყველაფერს დაასამარებს", - აღფრთოვანება ვერ დამალა ფეთ ჯომ, რომელიც მუსიკოსების დიდი გულშემატკივარია.

კრისი და დრეიქი წლების განმავლობაში ახლო მეგობრები იყვნენ და კამერების წინ ერთად საკმაოდ ხშირად ჩნდებოდნენ. 2010-იანი წლების დასაწყისში მათი ურთიერთობა მომღერალ რიანას გამო დაიძაბა. გავრცელებული ინფორმაციით, რირისთან, რომელიც იმ პერიოდში კრისის მეგობარი გოგონა გახლდათ, კანადელი მუსიკოსი დაახლოებასა და სასიყვარულო ურთიერთობის გაბმას ცდილობდა. 2012 წელს ერთ-ერთ ღამის კლუბში კოლეგები ერთმანეთს ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ. 2018 წელს არტისტებმა წყენა წარსულს ჩააბარეს და თანამშრომლობა განაგრძეს. ბოლო ერთობლივი კომპოზიცია რომელზეც მუსიკოსებმა იმუშავეს, 2019 წლის ჰიტი No Guidance გახლავთ. სინგლი ბრაუნის ბოლო ალბომში Indigo არის წარმოდგენილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული