Thumbnail

ნახეთ: გადამყიდველი ტრევის სკოტის სათამაშო ფიგურას $55 000-ად ყიდის

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიუსტონელმა მუსიკოსმა, ტრევის სკოტმა სექტემბერში რესტორნების ქსელ McDonald's-თან თანამშრომლობის ფარგლებში, შეზღუდული რაოდენობით, 5 ცალი სათამაშო ფიგურა გამოუშვა, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით ტვიტერზე გათამაშდა. ახლახან ერთ-ერთი სათამაშო ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე StockX შენიშნეს. ყურადღება მისმა არაადეკვატურად მაღალმა ფასმა მიიქცია. გადამყიდველი საკოლექციო, თუმცა, იაფი მასალისგან დამზადებულ ნივთს მინიმუმ 55 000 აშშ დოლარად ყიდის. ჯერჯერობით შეთავაზებული თანხა 4 050 დოლარს შეადგენს.

ნახეთ: Travis Scott-მა McDonald's-თან ერთად სამოსი და აქსესუარები გამოუშვა

View this post on Instagram

The Travis Scott Mcdonalds action figure 🍟

A post shared by TRAVIS SCOTT (@rodeothealbum_) on

რეპერმა "მაკდონალდსთან" თანამშრომლობის ფარგლებში აგრეთვე ბრენდირებული სამოსი და აქსესუარები გამოუშვა, მათ შორის მაისურები, ჰუდები, შორტები, შარვლები, კეპები, წინდები და სხვა. რესტორნების ქსელში მისი სახელობის მენიუც გამოჩნდა.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია. ტრევისი ლეიბლის Cactus Jack დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული