Thumbnail

ნახეთ: კელი კლარკსონმა Aerosmith-ის ჰიტი Dream On შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მომღერალმა, კელი კლარკსონმა საკუთარ გადაცემაში The Kelly Clarkson Show ლეგენდარული როკ ჯგუფის Aerosmith ცნობილი კომპოზიციის Dream On ქავერ ვერსია შეასრულა.

ქალი მუსიკოსი, რომლისთვისაც Aerosmith-ის I Don’t Wanna Miss a Thing დაიწერა

Dream On "აეროსმიტმა" 1973 წელს გაავრცელა. კოლექტივის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმღერა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომში შედის, რომელიც ამავე წელს გამოქვეყნდა.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული