Thumbnail

ცნობილი ბრონქსელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ფრენჩ მონტანა განაგრძობს აქტიურობას და მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოცემულ კომპოზიციას Wave Blues სთავაზობს. მონტანას ახალ ჩანაწერში მისი ბუფალოელი კოლეგა, ანდერგრაუნდ ემსი Benny The Butcher მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი კი Arizonaslimbeats გახლავთ, რომელმაც ნამუშევარში ბრიტანელი შემსრულებლის, მაიკლ კივანუკას სიმღერის I’ll Never Love სემპლი გამოიყენა.

მოუსმინეთ: French Montana x Pop Smoke - Double G

French Montana: ჰიტების რაოდენობით მხოლოდ ორ რეპერს ვერ ვაჯობებ

მოუსმინეთ: Benny The Butcher ალბომს BURDEN OF PROOF ავრცელებს

ფრენჩ მონტანამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. ლეგენდარული ჰიპ ჰოპ ლეიბლის Bad Boy Records წევრმა სადებიუტო ალბომი Excuse My French 2013 წელს გამოუშვა. 4 წლის შემდეგ კი რეპერმა გაყიდვაში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი Jungle Rules ჩაუშვა. ჩანაწერის გამორჩეული სინგლი Unforgettable გახლავთ, რომელმაც რვამაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული