Thumbnail

ჯიმი პეიჯი საუბრობს, რით გამოირჩეოდა Led Zeppelin "ბითლზისა" და სხვა ბენდებისგან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის, Led Zeppelin-ის გიტარისტი, ჯიმი პეიჯი წიგნში Light and Shade: Conversations with Jimmy Page, 1997 წელს გამოშვებულ კომპილაციურ ლაივ ალბომზე BBC Sessions საუბრობდა, რა დროსაც აზრი გამოთქვა, თუ რით გამოირჩეოდა "ლედ ზეპელინი" The Beatles-ისა და სხვა მათი თანამედროვე ბენდებისგან.

ჯიმი პეიჯი შიშობდა, რომ "ბითლზის" აღდგენის შემთხვევაში "ლედ ზეპელინს" დაივიწყებდნენ

ჯიმი პეიჯი: ყველა დროის საუკეთესო ჯგუფი Led Zeppelin-ია

"ლედ ზეპელინი" იყო ჯგუფი, რომელიც ყოველ ჯერზე ახლებურად უკრავდა. მაგალითად, ალბომის დასაწყისში წარმოდგენილი კომპოზიციის You Shook Me შესრულებას ვერც კი შეადარებ ნამუშევრის ბოლო ნაწილში არსებული ამავე სიმღერის მეორე ვერსიას, რომელიც სულ რამდენიმე თვის შემდეგ ჩავწერეთ. ამ დროს "ბითლზის" ნებისმიერ კომპოზიციას, მაგალითად, Love Me Do-ს სამ სხვადასხვა ვერსიას რომ მოუსმინოთ, ისინი მაინც იდენტურად ჟღერს. აი, ამაში იყო განსხვავება ჩვენსა და სხვა ჩვენი დროის ბენდებს შორის - "ლედ ზეპელინი" მუსიკას მუდმივად ცვლიდა და ახალისებდა", - აღნიშნა ჯიმი პეიჯმა.

Led Zeppelin ლონდონში 1968 წელს ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან როკ ბენდს კარიერის განმავლობაში 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კოლექტივი 70-იანი წლების ყველაზე დიდ ჯგუფად დაასახელა. 1995 წელს კი არტისტები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული