Thumbnail

ნახეთ: Queen და ადამ ლამბერტი კომპოზიციას Somebody To Love ასრულებენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Queen ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ბენდის წევრები თავიანთ ამჟამინდელ საკონცერტო ვოკალისტ ადამ ლამბერტთან ერთად კომპოზიციას Somebody To Love ცოცხლად ასრულებენ. პერფორმანსი 2016 წელს დიდ ბრიტანეთში, ფესტივალ Isle of Wight-ზე არის გადაღებული. ამ გამოსვლის აუდიოჩანაწერი არტისტების ერთობლივ ლაივ ალბომში Live Around the World შევიდა, რომელიც გაყიდვაში 2 ოქტომბერს ჩაეშვა.

ბრაიან მეი: Queen-მა გააკეთა ის, რაც The Beatles-მა ვერ შეძლო

ბრაიან მეი: გულის შეტევის შემდეგ მიღებულმა წამლებმა კინაღამ მომკლა

ფრედი მერკურის მიერ დაწერილი კომპოზიცია Somebody to Love "ქუინის" 1976 წლის ალბომში A Day at the Races არის წარმოდგენილი.

ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა. ჯგუფის ფრონტმენი ფრედი მერკური შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. 2004 წლიდან ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა პროექტით Queen + საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. მათ ტურნეებში ვოკალისტების როლში პოლ როჯერსი, 2011 წლიდან კი ადამ ლამბერტი მოგვევლინენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული