Thumbnail

მოუსმინეთ: Chai მარია ტაკეუჩის კომპოზიციის Plastic Love ქავერ ვერსიას ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

იაპონური ჯგუფი Chai ასევე იაპონელი მუსიკოსის, მარია ტაკეუჩის კომპოზიციის Plastic Love ქავერ ვერსიას ავრცელებს. სინგლი ტრეკ Donuts Mind If I Do-სთან ერთად 7-ინჩიანი ვინილის სახით 6 ნოემბერს გამოიცა.

ნახეთ: Chai - Donuts Mind If I Do

Plastic Love იაპონელმა შემსრულებელმა, მარია ტაკეუჩიმ 1984 წელს გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის რიგით მეექვსე ალბომში Variety შედის, რომელიც ამავე წელს გამოქვეყნდა.

Chai იაპონიის ქალაქ ნაგოიაში ტყუპმა დებმა, მანამ და კანამ, იუკისთან და იუნასთან ერთად 2012 წელს შექმნეს. 2017 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Pink გაავრცელეს. 2019 წელს კი ბენდმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Punk გამოსცა. კოლექტივის შემოქმედება პანკ როკსა და ინდი პოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული