Thumbnail

ნახეთ: Nicki Minaj ახალ კლიპში ქართველი დიზაინერის სათვალით გამოჩნდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნიკი მინაჟმა რეპერ YoungBoy Never Broke Again-თან ერთად თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერის, Mike WiLL Made-It-ის კომპოზიციაში What That Speed Bout?! მიიღო მონაწილეობა. ტრეკზე გადაღებულ კლიპში მუსიკოსმა ქართველი დიზაინერის, დავით ფაფიაშვილის ბრენდის Davidsnow სათვალე მოირგო. მინაჟის სტილისტმა AQUILES აქსესუარს მოდის რეალტორ TATA-LA-ს დახმარებით მიაკვლია, რომელიც ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს უცხოელ ვარსკვლავებს სთავაზობს.

ნახეთ: Nicki Minaj და NBA YoungBoy პროდიუსერ Mike WiLL Made-It-ის ახალ ტრეკში

ბრენდი ძირითადად თანამედროვე, ფუტურისტული სათვალეების წარმოებაზეა ორიენტირებული. დიზაინერი უკვე ორ წელზე მეტია, აქტიურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და პოპულარობით სარგებლობს უცხოელ მომხმარებლებშიც. მისი პროდუქცია ისეთ ცნობილ ადამიანებს მოურგიათ, როგორებიც არიან: ბილი აილიში, კეშა, Tayla Parx და სხვა.

Billie Eilish

Billie Eilish

Billie Eilish

Kesha

Tayla Parx

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მსოფლიო მასშტაბით, მისი ნამუშევრების 20 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2016 წელს გამოცემამ Time არტისტი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული