8 ნოემბერს მუსიკალური ღონისძიება MTV Europe Music Awards-ის 27-ე ცერემონია გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოება ვირტუალურად ჩატარდა, წითელი ხალიჩა კი რამდენიმე ლოკაციაზე მოეწყო. ცნობილი დიზაინერების სამოსში გამოწყობილი მუსიკოსები კამერებმა ლოს ანჯელესში, მაიამიში, ლონდონსა და სხვა ქალაქებში აღბეჭდეს.
► ნახეთ: 2020 წლის MTV Europe Music Awards-ის გამარჯვებულები
► ნახეთ, რა ეცვათ ცნობილ მუსიკოსებს ჰელოუინზე
Alicia Keys
ცნობილი არენბი შემსრულებელი, ალიშა ქისი არაერთმა გამოცემამ დაასახელა საღამოს საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავებს შორის.

Alicia Keys
ლოს ანჯელესში მყოფმა არტისტმა სცენაზე გამოსვლისას თვლებით გაფორმებული ნიღაბიც მოირგო.

Rita Ora
Giambattista Valli-ს ყვითელ კაბაში გამოწყობილმა ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, რიტა ორამ ლონდონში მოწყობილ წითელ ხალიჩაზე გაიარა.

Doja Cat
პოპულარული კალიფორნიელი არტისტი, ამალარატნა დლამინი კამერებმა ლოს ანჯელესში აღბეჭდეს. ის Givenchy-ს გამჭვირვალე კაბით იწონებდა თავს.

Maluma
კოლუმბიელმა პოპვარსკვლავმა, მალუმამ კი მაიამიში მოწყობილ წითელ ხალიჩაზე გაიარა.

Bebe Rexha
ნიუ იორკელი მომღერალი, ბიბი რექსა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ლოს ანჯელესს ეწვია. არტისტმა Christopher Kane-ს დიზაინით შექმნილი კაბა შეარჩია.

Zara Larsson
ლონდონში მყოფმა შვედმა მუსიკოსმა, ზარა ლარსონმა Versace-ს კაბა მოიხდინა.

Sam Smith
ლონდონში აღბეჭდეს ბრიტანელი მუსიკოსი სემ სმიტიც. მან არჩევანი თავისუფალ სტილზე შეაჩერა და ჯინსის ქურთუკი და შარვალი მოირგო.

Karol G
კოლუმბიელი მომღერალი, კაროლინა ნავარო Moschino-ს კაბით მაიამიში გამოჩნდა.

Anne-Marie
ბრიტანელი მუსიკოსი, ან მარი კამერებმა ლონდონში გადაიღეს.

Madison Beer
ამერიკელი მუსიკოსი, მედისონ ბირი წითელ ხალიჩაზე Vivienne Westwood-ის აბრეშუმის კაბით გამოჩნდა.

Anitta
ბრაზილიელი პოპვარსკვლავი, ლარისა დე მასედო მაჩადო რიო დე ჟანეიროდან მიესალმა თაყვანისმცემლებს. მან Dolce & Gabbana-ს შავი კაბით მიიქცია კამერების ყურადღება.

Little Mix
ცერემონიას ლონდონიდან გაუძღვა ბრიტანული ჯგუფი Little Mix. აღსანიშნავია, რომ კოლექტივს ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოაკლდა ჯესი ნილსონი.

Little Mix
საუკეთესო პოპ პროექტის კატეგორიაში გამარჯვების შემდეგ, გოგონები მოპოვებულ ჯილდოსთან ერთადაც გამოჩნდნენ კამერების წინაშე.

24kGoldn, Omer Fedi & Iann Dior
ლოს ანჯელესის წითელ ხალიჩაზე ერთად გამოვიდნენ ახალგაზრდა სან-ფრანცისკოელი რეპერი 24kGoldn, წარმოშობით პუერტორიკოელი ჰიპ ჰოპ არტისტი Iann Dior და მათი ერთობლივი ჰიტის Mood პროდიუსერი Omer Fedi.

კომენტარები