Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსი, ფინიას ო'კონელი ახალ კომპოზიციას Where The Poison Is ავრცელებს. პოლიტიკური შინაარსის მქონე ჩანაწერში არტისტი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აკრიტიკებს.

ნახეთ: Finneas - Can’t Wait To Be Dead

ფინიასი: მანამ კორონავირუსის პანდემია იქნება, მე და ბილი ალბომებს არ გამოვუშვებთ

ფინიას ო'კონელი მუსიკალურ ინდუსტრიაში ფსევდონიმით Finneas 2015 წლიდან მოღვაწეობს. ის საკუთარი დის, ბილი აილიშის სადებიუტო ალბომის When We All Fall Asleep, Where Do We Go? პროდიუსერი და სიმღერების თანაავტორია. ფინიასი გრემის 5 ჯილდოს მფლობელია, მათ შორის საუკეთესო პროდიუსერის კატეგორიაში. როგორც სოლო შემსრულებელს, 23 წლის არტისტს პოპულარობა კომპოზიციებმა Break My Heart Again და Let's Fall In Love For The Night მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული