Thumbnail

ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელწერის მქონე მუსიკოსი, ხადიმულ ფოლმა, სასცენო სახელით Sheck Wes, მსმენელს ახალი კომპოზიციით Rich One Day და მასზე გადაღებული ვიდეორგოლით დაუბრუნდა. ჩანაწერის პროდიუსერი Redda გახლავთ. ტრეკი, სავარაუდოდ, შექ უესის მომავალი ალბომის Hell 2 Paradise სინგლია.

ნახეთ: Sheck Wes - YKTS

მოუსმინეთ: Sheck Wes - Sadio Mane (YNWA)

ნახეთ: რეპერი Sheck Wes კომპოზიციის Wanted ვიდეორგოლს ავრცელებს

შექ უესმა მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ ამავე წლის კომპოზიციით Mo Bamba გაიცნო. არტისტი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის მიერ დაარსებული ლეიბლის, Cactus Jack-ისა და ქანიე ვესთის G.O.O.D. Music-ის წევრია. 2018 წლის ოქტომბერში არტისტმა სადებიუტო ალბომი Mudboy გაავრცელა, რომელმაც მსმენელთა და კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. შემსრულებლის თქმით, მისი შემოქმედების მთავარი ინსპირაცია მუსიკოსი Kid Cudi გახლავთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული