Thumbnail

ახალგაზრდა ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დესთინ რუთი, ფსევდონიმით J.I.D, განაგრძობს აქტიურობას და მსმენელს მორიგ კომპოზიციას Ballads სთავაზობს. ჯეიაიდის ახალ ტრეკში მისი ბუფალოელი კოლეგა Conway The Machine მონაწილეობს. ეს მუსიკოსების პირველი კოლაბორაციული ნამუშევარია. ჩანაწერის პროდიუსერები Christo და Big Jerm არიან.

მოუსმინეთ: J.I.D x Kaytranada - JIDtranada (Freestyle)

მოუსმინეთ: J.I.D - Cludder (Freestyle)

მოუსმინეთ: IDK x J.I.D x Kenny Mason - Cereal

ჯეიაიდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. ატლანტელი მუსიკოსი ცნობილმა რეპერმა, ჯეი ქოულმა შეამჩნია და საკუთარ ლეიბლში Dreamville Records 2017 წელს გააწევრიანა. დესთინი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ამავე წელს გავრცელებული სადებიუტო ალბომით The Never Story გახდა. ჩანაწერის აღმასრულებელი პროდიუსერი სწორედ ჯეი ქოული გახლავთ. ნამუშევარმა მსმენელის მოწონება და კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. ერთი წლის შემდეგ ატლანტელმა მეორე სტუდიური ნამუშევარი 'DiCaprio 2' გამოაქვეყნა, რომელმაც შემსრულებელს კიდევ უფრო დიდი აღიარება მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული