Thumbnail

მოუსმინეთ: Foo Fighters ახალ კომპოზიციას Shame Shame ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა Foo Fighters ახალი კომპოზიცია Shame Shame გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეათე ალბომში Medicine At Midnigh იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2021 წლის 5 თებერვალს გამოიცემა.

ნახეთ: Foo Fighters-მა მომავალი ალბომის თიზერი გაავრცელა

სიმღერის გამოშვების პარალელურად კოლექტივი ცნობილ სატელევიზიო შოუს Saturday Night Live ესტუმრა. ბენდმა გადაცემაში ახალ კომპოზიციასთან ერთად 2002 წელს გავრცელებული სინგლი Times Like These შეასრულა, რომელსაც ბოლო პერიოდში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კამპანიის ფარგლებში აჟღერებდნენ.

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 12 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა მსმენელებს 2017 წელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი Concrete and Gold შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული